თეგებით ძიება
14. 09. 2022 მსოფლიო

ღმერთი ყოველთვის გვიბიძგებს მშვიდობის გზისკენ და არასდროს ომისკენ - რომის პაპი

რომის პაპმა, ფრანცისკემ ყაზახეთში მიმდინარე რელიგიათშორის სამიტზე, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

პაპმა რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარს უჭერს, ფარულად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ღმერთი ადამიანებს ომისკენ არ უბიძგებს.

"ღმერთი მშვიდობაა, ის ყოველთვის გვიბიძგებს მშვიდობის გზისკენ და არასდროს ომისკენ.

მოდით, კიდევ უფრო მეტად დაჟინებით მოვითხოვოთ კონფლიქტების გადაწყვეტის აუცილებლობა არა იარაღითა და მუქარით, არამედ ზეცით კურთხეული ერთადერთი საშუალებით: შეხვედრით, დიალოგითა და მოთმინებით“, - განაცხადა პაპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა