თეგებით ძიება

გერმანიას ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები.

„დიდი მადლობა ბატონო კანცლერო! დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა