ევროკომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ამას ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ თემაზე მან ბერლინში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ წელს ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მინდა რომ საქართველო გავამხნეო, რომ ამისთვის საჭირო რეფორმებისთვის ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ცნობილია, რომ ამისთვის საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა. მინდა დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“, - განაცხადა შოლცმა.