თეგებით ძიება
16. 09. 2022 მსოფლიო

უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ უნდა იმუშაონ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე.

"აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია.

ეს არის უზარმაზარი დარტყმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება", - თქვა ალიევმა.


შეგახსენებთ, გასული ღამის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დარღვეულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა