ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8261 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.4 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8204 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1546 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2218 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 სექტემბრიდან შევა ძალაში.