უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ იზიუმში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხმაურება და გმობს მას.
"უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს #იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini". - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.