თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვესტმინსტერის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

მანამდე ზურაბიშვილმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა.

დღესვე ზურაბიშვილი სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მეფე ჩარლზ მესამის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება. ხვალ კი პრეზიდენტი დედოფლის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიას დაესწრება​.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა