თეგებით ძიება

„პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა სერიოზული ბზარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ცვლილებები“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს.

„მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქში ჩვენების მძლავრ შეტევას და რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის ტყვედ აყვანას. ზოგადად, ორი კვირის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნებთ ლისიჩანსკს და დიდი ალბათობით სევეროდონეცკს. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით ხერსონის მისადგომებთან.

ამავე დროს, რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა. მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალურ საბჭოებს შეუერთდა 65 მუნიციპალური დეპუტატი პუტინის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნაში. ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში. აშკარაა, პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა სერიოზული ბზარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ცვლილებები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქში ჩვენების მძლავრ შეტევას და რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის ტყვედ...Posted by Mikheil Saakashvili on Sunday, 18 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა