ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია - აზერბაიჯანის საგარეო უწყება
აზერბაიჯანის საგარეო უწყება, შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტს ეხმაურება.
"პელოსის განცხადება უნდა ჩაითვალოს „სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე.
ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება რეგიონში არა მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნენსი პელოსმა გუშინ ერევანში სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომხეთზე უკანონო თავდასხმაში დაადანაშაულა.