"ეტყობა ციხის შიში „ნამეტნავად“ აქვს ამ „ცოლ-ქმარს“ და ყველაფერს კადრულობენ" - თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილს
პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში "ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის წერილს ეხმაურება.
"სრული ლუსტრაცია ამ „ცოლ-ქმრის“ (წლების მანძილზე) „ნამუშევრის და ნაჩალიჩარის“ ლუსტრაცია, თან მიჩვეულები არიან, რომ მათი ჩადენილი ბოროტება და ნასროლი ტალახი უპასუხოდ რჩებოდა, ჩემთან არ გამოვა ეგ ამბავი, სადაც გასვლიათ იქ გააგრძელონ - პასუხი ყოველთვის იქნება „ალიყური“ P. S „ჩერგო და ბოკერია“.
პუტინის ტყვე და ციხეში მყოფ სააკაშვილს მიმართავენ, „გააჩერე შენი სპიკერები თაკო და გუბაზიო“. მიდი, „მიაწექი“, თამარ, სხვა რა გზა გაქვს, ასეა ბინძურად რომ შეტოპავ, დიდ ფულს გთხოვთ ხელისუფლება, ეტყობა ციხის შიში „ნამეტნავად“ აქვს ამ „ცოლ-ქმარს“ და ყველაფერს კადრულობენ!
და ბოლოს: ამ ტუტუც ქალს (ჩერგოლეიშვილს) აუხსნას ვინმემ, რომ ტყვე პრეზიდენტს - სააკაშვილს, რომელიც კვდება (პუტინის ხელით), ზურგში დანა რომ არ უნდა ჩავარტყა, ეს მიშა სააკაშვილმა კი არა, ოჯახმა მასწავლა ბავშვობაში“, - წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, მანამდე, „ტაბულას“ დამფუძნებელმა დაწერა:
„გუბაზ სანიკიძეს და თაკო ჩარკვიანს პოლიტიკური წონა ერთადერთი მიზეზით გააჩნიათ - ყველაფრის მკადრებლები არიან და წონა შენ მიანიჭე, ყველაფრის კადრების ნიშნით. ასავალ-დასავალის გზა გინდოდა, გეგონა ამით დაამარცხებდი ბიძინას და ეს ბინძური სპიკერებიც ამაში გჭირდებოდა... დაიმახსოვრე, რომ რამდენჯერაც თაკო ჩარკვიანი ხმას ამოიღებს და ჩემი ქმრის ან ჩემი მისამართით მორიგ ბინძურ ცილისწამებას ისვრის - მე დაგაზიანებ შენ, დაგაზიანებ ყველგან, ყველა ფრონტზე, ყველა შეკრებაზე, ყველა სივრცეში იქამდე - სანამ არ გააჩერებ“, - მიმართავს ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს.