თეგებით ძიება

გორის მერიიდან რეორგანიზაციის მიზეზით 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

გორის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან 13 თანამშრომელი გაუშვეს.

"ვმუშაობდი გორის მერიაში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შტატის შემცირება. რეორგანიზაცია თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი. საფუძველი, წერილობით მივმართე მერიას და გამოვითხოვე, კონკრეტულად შტატის გაუქმების საფუძველზე, რომელზეც ვერ მივიღე პასუხი", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

მისი თქმით, მობილობის პროცესში მერიაში არსებული 13 ვაკანტური ადგილიდან, მინიმუმ 6 შეესაბამებოდა მის განათლებას, თუმცა უწყების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა