თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8412 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0151 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8364 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8204 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.016 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1554 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი და
3.2319 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 სექტემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა