თეგებით ძიება

ვაპირებთ, გავაგრძელოთ ყველა შესაძლო დახმარება სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხისთვის - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტს“ ალან გაგლოევს რესპუბლიკის დღე მიულოცა.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება ალიანსისა და ინტეგრაციის პრინციპებს. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ყველა შესაძლო დახმარება სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხისთვის მათი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი საქართველოს ამ რეგიონებს დღემდე აკონტროლებს და განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცებას ე.წ. მცოცავი ოკუპაციის სახით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა