თეგებით ძიება
21. 09. 2022 მსოფლიო

ირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა

ირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი 16 წლის ბიჭია. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

საპროტესტო აქციაზე ქალებმა თავსაბურავები დაწვეს.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებმა ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, მათ შორისაა დედაქალაქი თეირანი. დემონსტრაციების მიზეზი ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალება გახდა. მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გულის შეტევა დაემართა, რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის ამბობს, რომ შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა