კუმისთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 7
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ღამით მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.