"შემოუშვით, მაგათი დედაც! ყველა შემოუშვით!" - ვის შესახებ წერს ნინო მეტრეველი?
ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში საქართველოში შემოსული რუსების შესახებ წერს.
“შემოუშვით, მაგათი დედაც! ყველა შემოუშვით! ყველა მხრიდან გახსენით საზღვრები! ქართველები მაინც მიდიან და ვიღაცით ჰო უნდა ჩაანაცვლოთ!
ოკუპაცია და ოკუპანტი არა, მწვანე იხვი! რუბლი მოდის! დაეყარნენ იქ და თვითონ მიხედონ თავიაანთ შეშლილს!
ყველამ თავის შეშლილს თვითონ მიხედოს!”, - წერს პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".
განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.