ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8372 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8426 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0054 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის შეძენა 2.8037 ლარადაა შესაძლებელი. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8218 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1545 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.2180 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 სექტემბრიდან შევა ძალაში.