თეგებით ძიება

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

უწყების ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა