თეგებით ძიება
23. 09. 2022 მსოფლიო

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე იდენტური ტყუპი და - მათ ქმარიც კი საერთო ჰყავთ

მსოფლიოში ყველაზე იდენტურ ტყუპებად წოდებული დები ლუსი და ანა დესინკები ავსტრალიაში ცხოვრობენ. დებს მალე 37 წელი შეუსრულდებათ. 2009 წლამდე ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ტყუპი. მაგრამ მერე წარმოუდგენელ მსგავსებას მიაღწიეს, სარკისებურად აირეკლეს ერთმანეთი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში ქცევისა და ჩვევების კუთხით. ისინი ერთად მიდიან ტუალეტში და ერთ კაცთან ცხოვრობენ. თუ რამდენიმე მეტრით მაინც მოშორდებიან ერთმანეთს, მაშინვე ტკივილს განიცდიან.

"დედა ბავშვობაში ერთნაირად გვაცმევდა. როცა წამოვიზარდეთ, კვლავ ერთნაირად გვეცვა, თუმცა სხვადასხვა ფერში. მოზარდობის ასაკში სხვადასხვა
ბიჭს ვხვდებოდით და ისე ვჩხუბობდით, როგორც ჩვეულებრივი დები. მაგრამ, თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რას ვფიქრობდით ან რას ვგრძნობდით. ერთხელ ზურგი მტკიოდა და ანას ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც მოუწია, რადგან მან ჩემი ტკივილი იგრძნო", - იხსენებს ლუსი.

დები განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ეს მათთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო, რადგანაც მამას აღმერთებდნენ. ტრაგედიის შემდეგ მათ ზუსტად ერთნაირად ჩაცმა დაიწყეს, იკეთებდნენ იდენტურ ვარცხნილობასა და მაკიაჟს. სულ ერთად დადიოდნენ და ჭამდნენ ზუსტად ერთნაირ საკვებს. როდესაც ერთ-ერთმა დამ მკერდის გადიდება გადაწყვიტა, მეორეც უყოყმანოდ აღმოჩნდა პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ. შემდეგ ორივემ ტუჩები გაზარდა.

მათი ეს დაახლოება იქამდე მივიდა, რომ ერთდროულად დადიან საპირფარეშოში, უარს ამბობენ ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრზე დაშორებაზე და მეტიც, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ორივეს უყვარს.

"სხვადასხვა მამაკაცს ვხვდებოდით, მაგრამ მათ ცალ-ცალკე სურდათ ჩვენთან ურთიერთობა. ამიტომაც, ეს რომანი ვერ გამოვიდა, სანამ ბენი არ გავიცანით", - ამბობს ლუსი. მათ ერთმანეთი მეგობრების მეშვეობით, სოციალურ ქსელში გაიცნეს. თავიდან მიმოწერა ჰქონდათ, შემდეგ ტელეფონზე დაიწყეს საუბარი. რაც მთავარია, გოგონებმა ბენს განუმარტეს, რომ ისინი ერთად უნდა აღექვა, რადგანაც განუყრელები იყვნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მათ ქმარს ასევე ტყუპი ძმა ჰყავს, თუმცა მათი ურთიერთობა დებისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

2014 წელს ოფიციალურად დაიწყეს შეხვედრა, ერთი წლის შემდეგ კი ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.

"ბენი ზუსტად ერთნაირად გვექცევა. როცა ანას კოცნის, მეც მკოცნის. არასოდეს ვეჭვიანობთ, რადგანაც ვიცით, რომ ორივე ერთნაირად ვუყვარვართ. ერთ საწოლში გვძინავს სამივეს. ასეთია ჩვენი სიყვარული. გვსურს, რომ მხოლოდ ერთი მამაკაცი გვყავდეს. ერთდროულად დაორსულება და ერთი და იგივე ადამიანისგან შვილების გაჩენა გვინდა", - ამბობს ანა.

ავსტრალიაში, სადაც დები ცხოვრობენ, ორცოლიანობა მიუღებელი და აკრძალულია. თუმცა, მათ სიმბოლურად მაინც გამართეს საქორწინო ცერემონია. ქორწინებას ოფიციალური ძალა არ აქვს, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, ეს მნიშვნელოვანი იყო. ახლა სამეული შვილის გაჩენაზე ფიქრობს. რაკი დებს ზუსტად ერთ დღეს სურთ დაორსულება და იდენტურ დროს ბავშვის გაჩენა, დიდი ალბათობით ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ.






წყარო: მშობლები


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა