თეგებით ძიება

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8286 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.86 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7618 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.19 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1537 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1298 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 სექტემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა