თეგებით ძიება

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.8344 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8286 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0058 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის შეძენა 2.7352 ლარადაა შესაძლებელი. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0266 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1536 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.0433ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 სექტემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა