"ვინ იფიქრებდა, რომ ამდენი ხნის მერე, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, რუსების მოქალაქეები ისეთ დღეში ჩავარდებოდნენ რომ საკუთარი ქვეყნიდან კისრისტეხით გამოიქცეოდნენ" - მალხაზ ჭინჭარაული
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მალხაზ გულა ჭინჭარაული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პატრიარქმა ის ყველაფერი რაც ახლა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხდება 2009 წელს თქვა.
"ეს ცხოვრება ბუმერანგივითაა ვინ იფიქრებდა რომ ამდენი ხნის მერე, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, რუსების მოქალაქეები ისეთ დღეში ჩავარდებოდნენ რომ საკუთარი ქვეყნიდან კისრისტეხით გამოიქცეოდნენ, ჯერ სადა ხართ ცხინვალიდან და აფხაზეთიდან რომ გამმოიქცევიან, მაგასაც მალე მოვესწრებით, ძალიან მალე, იმასაც მოვესწრებით თვითონ აფხაზები და ოსები რომ გვთხოვენ ისევ ერთად ვიყოთო, უფრო მეტიც დღეს ჯვართამაღლება დღეს იოანე ოქროპირის ხსენების დღეს, დაიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ საქართველოს თვით ღვთისმშობელი იცავს და სულ რომ დაინგრეს ჩვენს გარშემო ყოველივე ჩვენ ვიქნებით მრავალვნებული იობივით, იმიტომ რომ ჩვენთან არს ღმერთი, ჩვენ კი არ დავბრუნდებით ისინი დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ათონის მთიდან მალე ივერიის ხატიც ჩამობრძანდება საქართველოში ჟამი ახლოაა. იყო პერიოდი, როცა ჩვენ ვტიროდით და გამოვრბოდით ჩვენი ძირძველი ქართული მიწებიდან და დგება პერიოდი როცაა ჩვენი მტრები იქნებიან დევნილნიი და იავარქმნილნი, ჩვენ ვტიროდით და მოდის ეხლა ჩვენი სიცილის დრო
ჭეშმარიტად საკვირველია უფლის გზანი.
ეს ყველაფერი ნათქვამი აქვს ჩემთვის პატრიარქს წინასწარ 2009 წელს, ისიც თქვა, რომ დიდი ომები იქნებაო, მაგრამ საქართველოში ერთი ბომბიც არ ჩამოვარდებაო იმიტომო რომო ღვთის დედა დააფარებს თავის კალთასო და დაიცავსო", - წერს ჭინჭარაული.
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.