თეგებით ძიება

სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე - კახა კალაძე "სადგურის მოედანზე" გადასასვლელი გვირაბის გაგანიერებას გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე", ხაზებს შორის გადასასვლელში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო შექმნილი პრობლემა, მოსაგვარებელია.

„პირველად, სატესტოდ შესაძლოა გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. მინდა მოგიწოდოთ უფრო მეტი აქტიურობისკენ, ჩართეთ დარგის ექსპერტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია. პირველ ეტაპზე შეიძლება დისკომფორტი იყოს, შესაძლოა, ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. დაიწყეთ ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, თუ გამოგვივა.

პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტები და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა