ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8385 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0049 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის შეძენა 2.7086 ლარადაა შესაძლებელი. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7349 შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1531 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.0243ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 სექტემბრიდან შევა ძალაში.