თეგებით ძიება

ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას - „ლელო“

28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით, პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს.

„28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, ‘ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’ საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფაა.

აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს, საფრთხე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყონებლივ და სწრაფ რეაგირებას.

1. საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას-საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.

4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.

5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

❗️28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს...Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on Wednesday, 28 September 2022



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა