თეგებით ძიება

„ლუკაშენკო ახლა არის ლეგიტიმური სახელმწიფოს არალეგიტიმური მმართველის პოზიციაში“ - მიშა მშვილდაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს „სირცხვილიას“ წევრი, მიშა მშვილდაძე გამოეხმაურა.

„ლუკაშენკო ახლა არის ლეგიტიმური სახელმწიფოს არალეგიტიმური მმართველის პოზიციაში - შეუძლია ეკონტაქტოს ან იგივე სტატუსის ვენესუელებს, ან არალეგიტიმური ქვეყნების დეფაქტო პრემიერებს და პრეზიდენტებს - სოხუმში ამ რანგის სტუმარი არასდროს ჰყოლიათ და სამხედრო მობილიზაციის კამპანიას ჰგავს დეფაქტო ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის ჟესტით და შესაძლოა, ომის შემდეგ აღიარების დაპირებით ან მინიშნებით, იმ პირობით თუ აფხაზები ჯარისკაცებს გაუგზავნიან უკრაინაში საომრად.

აქ რომ ქოცები არ გვყავდეს ხელისუფლებაში, მაშინ ნათელი იქნებოდა ბევრად, რომ ეს არის იმპერიის აგონია, რასაც მოყვება აფხაზეთის საზოგადოების ნაწილის მზარდი უკმაყოფილება რუსეთის მიმართ და აუცილებლად დადგება საკითხი ჩვენთან თანამშრომლობის მათ წინააღმდეგ - ვერ შეცვლის აფხაზი ჯარისკაცი უკრაინის ომის სცენარს - ვისთვისაც ეს ნათელია, სტრატეგიულ პოლიტიკასაც შესაბამისს ააგებდა.

ქოცების პირობებში მაქსიმუმი რაც შეგვიძლია არის, რომ სიმბოლურად მაინც დავიცვათ ქვეყნის ღირსება და გავუწყვიტოთ დიპლომატიური კავშირი ან ელჩი გავაგდოთ, არ ვიცი, მაგრამ რამე ასეთი ფორმალური პასუხი მინიმუმ გასაცემია“, - წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

ლუკაშენკო ახლა არის ლეგიტიმური სახელმწიფოს არალეგიტიმური მმართველის პოზიციაში - შეუძლია ეკონტაქტოს ან იგივე სტატუსის...Posted by Misha Mshvildadze on Wednesday, 28 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა