თეგებით ძიება

უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ - სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGtv-ის ეთერში განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში სავარაუდოა საწვავის 10-20 თეთრით გაიაფება.

"ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურაზე, ანუ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. როდესაც ნავთობზე ფასები ქვემოთ მოდის, მომხმარებელს უნდა, რომ ამის ასახვა ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე მყისიერად მოხდეს. მე ეს მესმის, მათ ადგილას რომ ვიყო, მეც იმავეს ვიტყოდი და ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ საქართველოში არ გვაქვს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ ყოველ მეორე დღეს მივიდოდით ქარხანაში, შემცირებული ფასებით ვიყიდდით საწვავს და მივიტანდით ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებში. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე. სხვადასხვა ქვეყნებიდან ლოგისტიკური არხებით პროდუქციის შემოტანას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ანუ რაღაც პერიოდია საჭირო, სანამ რეზერვუარები ახალი პარტიებით შეივსება, ეს ობიექტური რეალობაა.

აგვისტოს დასაწყისიდან „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასები 70-80 თეთრით შევამცირეთ და ფასების შემცირების ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის თქმის საშუალებას ის საერთაშორისო კონიუნქტურა მაძლევს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა: ფასები ქვემოთ მოდის და ასევე ლარის გამყარებული კურსი, რომელიც რამდენიმე თვეა სახეზე გვაქვს“, - განაცხადა ფხაკაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა