თეგებით ძიება
30. 09. 2022 მსოფლიო

რუსეთის არცერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი - ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის არცერთი მანიპულაცია და დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.

"რუსულმა არმიამ მორიგი სასტიკი დარტყმა მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას ნიკოლაევში. ჭურვი აფეთქდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან. არიან დაღუპულები და დაჭრილები. კვლავ დაბომბეს ხარკოვი, სუმის ოლქი. ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ ერთი გზით, ეს არის გზა ჩვენი გამარჯვებისკენ.

ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო სჭირდება ამ გზით წასვლას, მაგრამ ვიცით, რომ არც ერთი რუსული მანიპულაცია და არც ერთი რუსული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

ხვალ ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი დღეა, კიდევ ერთი დღე გამარჯვების გზაზე. იქნება ეს ჩვენთვის განსაკუთრებული? ეს იქნება კიდევ ერთი დღე, რომელიც უსაფრთხოებასა და მშვიდობას დაგვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა