"პირველი არხის" შენობა გაიყიდა
თბილისში, კოსტავას #68-ში მდებარე შენობა, სადაც "პირველ არხია" განთავსებული, კერძო საკუთრებაში გადავა. "პირველი არხის" უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობებია განთავსებული.
შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა.
"ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში
20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა
20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა", - ნათქვამია აუქციონის პირობებში.
პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.
წყარო: bm.ge