თეგებით ძიება

საცხოვრებელი ბინები განთავსდება - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა იყიდა?

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა. როგორც ჯგუფის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე ამბობს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ადგილზე საცხოვრებელი ბინები განთავსდება.

„ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

თბილისში, კოსტავას #68-ში მდებარე შენობა, სადაც "პირველ არხია" განთავსებული, 77 მილიონ ლარად კერძო საკუთრებაში გადავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა