ხვიჩა უკვე 50 მილიონი ღირს... - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი?
ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ „გაძეტასთან“ ისაუბრა.
"შევცდი, ვფიქრობდი, რომ ხვიჩას სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ორ წელში გახდებოდა, თუმცა, ახლა ვიცი, რომ ის უკვე 50 მილიონი ღირს. მისი გადაბირებისას „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ ინტუიცია და გამბედაობა გამოავლინეს.
სპალეტი ხვიჩასთვის საუკეთესო ხელმძღვანელია. ლუჩიანომ ცოტა რუსულიც იცის.
ხვიჩა ოჯახთან ძალიან ახლოსაა. ახლახან თბილისში ვიყავი, მის მშობლებს შევხვდი. ხვიჩას მამა შემტევი იყო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. ხვიჩას სწავლისა და განვითარების ძალიან დიდი სურვილი აქვს. მას მისი მოკრძალება დაეხმარება, რომ ყოველთვის საუკეთესო ეძიოს.“ - განაცხადა კრისტიან ძაკარდომ.