10 პროდუქტი, რომლებიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით 2022 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ფასები 2022 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით) ყველაზე მეტად გაიზარდა.
1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ფასი გაიზარდა 101.0%-ით;
2. სანოტარო გადასახდელი - 95.6%-ით;
3. სიმინდის ფქვილი - 85.9%-ით;
4. ასლის გადაღება - 63.1%-ით;
5. სარეცხი საპონი - 48.0%-ით;
6. მარგარინი – 43.8%-ით;
7. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 43.7%-ით;
8. ვაფლი კრემით - 42.1%-ით;
9. ხორბლის ფქვილი - 41.2%-ით;
10. მწვანე ლობიო - 40.6%-ით;
წყარო - "პრაიმტაიმი"