თეგებით ძიება
04. 10. 2022 მსოფლიო

"სპეცოპერაციაში“ ვმონაწილეობთ, მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის უკრაინაში „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობენ.

"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ბელორუსის ამოცანაა „პირველ რიგში, თავიდან აიცილოს ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე“.

„ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები საზღვარზე“ - ამბობს ლუკაშენკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა