თეგებით ძიება

აკანკალებდა, ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძე ექპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"გადაწყვიტა ბატონმა კობიმ რომ აქ დაელოდება, მისაღებში ამ ნებართვას, გარდა ამისა, მოვა ქართველ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ის რაც მას გუშინ განუვითარდა სასამართლოს მიერ ჩატარებული უკანონო ქმედების შედეგად, ეს შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობად. ჰქონდა რაღაც საშინელი შეტევა, აკანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, არა თუ სააკაშვილი, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა