ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას და შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს, ამაზე ივანიშვილი პასუხს მიიღებს.
მისი თქმით, 9 დეპუტატი, რომელსაც ხელისუფლება არ ემიჯნება, მეტიც, ამბობს, რომ სხვაობა მათთან შინაარსობრივ საკითხებზე არ აქვთ, ყველანაირ საზღვარს გასცდა, რაც იმას აჩვენებს, რომ ივანიშვილი ვეღარ აცნობიერებს თუ რა სახიფათო თამაშშია.
“ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ეს ლიანდაგი ევროპისკენ მიდის და ივანიშვილის მასშტაბის მქონე ადამიანები მას ლიანდაგიდან ვერ ამოაგდებს, ერთადერთი შეუძლია დააჭიროს მუხრუჭს და გააჩეროს ხაშურში. მას შეუძლია მხოლოდ შეაფერხოს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამის საპასუხოდ, მიიღებს დარტყმას როგორც ამომრჩევლისგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან. იმდენად დაბრამევებულია შვეიცარიულ ბანკთან დავით, ვერ აცნობიერებს, რომ ყველა ზღვარი გადალახა. ასე რომ, მას სანქციები ვერ ასცდება. მას დიპლომატიური არხებით პირდაპირ თუ ირიბად ეტყვიან ამას, საჯაროდ პოლიტიკოსები ამბობენ და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ისევე როგორც ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომ ოლიგარქია და სანქციებია გამოსაყენებელი. ის ვერ აცდება სანქციებს თუ არ გააცნობიერა რა სახიფათო თამაშს ეწევა და ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი ინგრევა,"- განაცხადა გოცირიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს საქართველოში 5-6 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ეს არა მთავრობის, არამედ ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოხატვას ნიშნავს. გოცირიძის თქმით, დაისმება ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას დღეს საქართველოს ხელისუფლება.
"რაც შეეხება კონკრეტულ ვიზიტს, ეს ოფიციალური ვიზიტია და ემსახურება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნისადმი და არა მთავრობისადმი მხარდაჭერას და ასევე ბუნებრივია, შიდაპოლიტიკური ვითარების უკეთ გაცნობას. ბუნებრივია, ყველა კითხვა, რაც დღეს არის, მათ შორის ის, თუ სად არის საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, რატომ არ უერთდება სანქციებს, რატომ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი რომ არ იქნება გამოყენებული საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის, ყაზახეთმაც კი, რომელოც რუსეთის ეკონომიკური სივრცის ნაწილია, ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, ამიტომ კითხვები ყველა მიმართულებით იქნება და მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა იქნება აპირებს თუ არა რეალურად საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულება და სურს თუ არა დასავლეთთან ინტეგრაცია,"- განაცხადა გოცირიძემ.
წყარო: ipn.ge