თეგებით ძიება

"ნირიმან-მეფის სანახავად მივყავდი. გაწიწკნიან ამათ დღეს" - ბექა ყორშია ლიბანელ მომლოცველებზე

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს ლიბანელ მომლოცველებზე, რომლებსაც თბილისში ნირიმან-მეფის ნახვა აქვთ გადაწყვეტილი.

"ლიბანელ, კერძოდ - სურელ და ბეირუთელ მართლმადიდებელ მომლოცველთა ჯგუფი ჩამოსულა რამდენიმე დღის წინ საქართველოში. მოუვლიათ ადგილები. არ ვიცი, ვინ მისცა ჩემი ნომერი, მარა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მათგანი მირეკავს:

- გამარჯობა, თქვენი ნომერი მომცეს... მითხრეს, რომ არაბული იცით
- გამარჯობა, დიახ
- მე მაჰერი ვარ, მომლოცველთა ჯგუფი ჩამოვიყვანე ლიბანიდან. რამდენიმე ეკლესია-მონასტერი ვნახეთ და ახლა გვინდა, წმინდა ბერის სანახავად წავიდეთ და თუ გცალიათ, რომ დაგვეხმაროთ ? არავინ არ გამოგვყვა...
- ვინ წმინდა ბერის ?
- ასე გვითხრეს, ერთი ბერი ცხოვრობს თბილისში, ოღონდ მონასტერში არა, კორპუსშიო...
ნირიმან-მეფის სანახავად მივყავდი. არ გინდათ, შარი არ ნახოთ-მეთქი, მარა არ დამიჯერეს და მაინც მიდიან. გაწიწკნიან ამათ დღეს", - წერს ყორშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა