თეგებით ძიება

არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე - ირაკლი კობახიძე

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებას, აშშ-ს ელჩზე თავდასხმებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამბობს, რომ მას ელჩზე მხოლოდ ორი თავდასხმა ახსენდება და მათი ავტორები ნიკა გვარამია და ნიკა მელია იყვნენ.

"მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე, გარდა ორისა, ორი გამონაკლისი იყო. ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, ანუ მათ ქონდათ ასეთი განცხადებები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ისინი აზიანებს ურთიერთობებს და ა.შ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვექნებოდა გამიჯნვა, მაგრამ მე შეგახსენებთ რომ დაიწყეს ყველაფერი კითხვების დასმით, მერე კითხვებს არ გაეცა პასუხი და მოჰყვა ამას მათი ინტერპრეტაცია. ეს რა თქმა უნდა არ არის თავდასხმა, საქართველო ამაყობს იმით რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც და ბუნებრივია გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა