ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8043 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.12 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7712 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1510 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1565 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7ოქტომბრიდან შევა ძალაში.