უბრალოდ წამოჯდომაც არ შეუძლია - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
"ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს ტემპერატურა მაღალი, ადამიანს, რომელსაც წონის კარგვა აქვს ისეთი ტემპით, რომელსაც ახსნა არ აქვს ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. იმიტომ, რომ ადამიანს ძალა არ აქვს, არ შეუძლია გადაადგილება.
უბრალოდ წამოჯდომაც არ შეუძლია ამ წუთას, ისეთ მდგომარეობაში იმყოფება... ყველამ მინდა იცოდეს, ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, საზოგადოებამ არ ვიცით დიაგნოზი მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნის“, - განაცხადა ხერხეულიძემ.