რასაც პუტინი ლაპარაკობს, იგივეს ლაპარაკობს "ხალხის ძალა" და კობახიძე - პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით სუვერენიტეტში ჩარევად განიხილავს, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რიტორიკას ჰგავს.
"ქართული ოცნება" რა ფორმატშიც არ უნდა შეიყვანო, მათ არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის მათ ურჩევნიათ თუ არ ვიქნებით ევროკავშირში, რადგან დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტს არავინ მოსთხოვს, ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით, ესენი განიხილავენ სუვერენიტეტში ჩარევად, რასაც პუტინი ლაპარაკობს სუვერენულ დემოკრატიაზე, იგივეს ლაპარაკობს „ოთხეულიც“ და ირაკლი კობახიძეც. ამიტომ პრაღის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობას აქვს სიმბოლური ხასიათი, ესენი არ მიდიან ევროპაში, მათ უნდათ საქართველო იყოს ივანიშვილის უკანა ეზო და ბოსტანი", - განაცხადა მანჯგალაძემ.