თეგებით ძიება
07. 10. 2022 მსოფლიო

დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი - ლუკაშენკომ პუტინს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 70 წლის იუბილე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიულოცა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მინსკი და მოსკოვი ერთად ადეკვატურად უპასუხებენ გლობალურ გამოწვევებს და მიაღწევენ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეს", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

მისი თქმით, ძალიან აფასებს რუსეთის პრეზიდენტთან ღია და სანდო ურთიერთობებს.

"გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება და რუსი ხალხის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა“, - აცხადებს ლუკაშენკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა