ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, კანონით ისჯება - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილმა მოითხოვა ერთჯერადად ექიმის დაშვება, რაც კანონით მინიჭებული უფლებაა, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, კანონით ისჯება.
"გუშინ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი ნახვა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, ფეხს ვეღარ ადგამს და ვერ იღებს საკვებს", - ამბობს ალასანია.
მისი განცხადებით, ამერიკელი ექსპერტის კლინიკაში შეშვება თავად სააკაშვილმა მოითხოვა, რაც მისი კანონიერი მოთხონაა და ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით დაისჯება.
„თვითონ მან, პატიმარმა მოითხოვა ერთჯერადად ექიმის დაშვება, რაც კანონით მინიჭებული უფლებაა, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება. კლინიკის დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დღის მანძილზე უნდა დავინახოთ შედეგი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება”, - აღნიშნა ალასანიამ.