თეგებით ძიება

სოსო თოფურიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ხარჯები გამოააშკარავა და ეს გახდა ახალი დაპირისპირების საგანი - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ხარჯები გამოააშკარავა და ეს გახდა ახალი დაპირისპირების საგანი პარტიაში.

„ის იყო კუდის მაღალჩინოსანი და შეიძლება ბევრი კომპრომატი ჰქონდეს. ერთად იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ საქმეებში და აქედან გამომდინარე შესაძლოა, ბევრი ფაქტი დაასახელოს. ალბათ, ამიტომ ემუქრება. ერთი საინტერესო დეტალიც, ამ ადამიანმა შავი ხარჯები გამოააშკარავა და შესაბამისად, ეს გახდა ახალი დაპირისპირების საგანი“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება. ბრალებებს ნიკა მელია უარყოფს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა