სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება არ მოხდება – ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მოთხოვნას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია უნდა მოხდეს.
"ვერცერთი ასეთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადაცია. საქართველოს აქვს თავისი იურისდიქცია. აქ იქნა უმძიმესი დანაშაულებები ჩადენილი და ადამიანი იხდის სასჯელს ამ უმძიმესი დანაშაულებებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არ არის რელევანტური. შესაბამისი სახწლმწიფო უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურეობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ხარისხს, სპეციფიკას. ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამას აკეთებს სახელმწიფოს. ვიღაცეებს აინტრესებთ უკრიანის ხელისუფლებაში, ამას არც მალავენ, აინტერესებთ აქ ვითარების არევა, აინტერესებთ მეორე ფრონტი და რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება შეიძლება იყოს ის მოთხოვნაც, რომელიც უკავშირდება ექსტრადიციას", - აცხადებს კობახიძემ.