გამიხარდება, ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
"აქამდე რომ ვნახულობდი მამას, ყოველთვის ან ტახტზე იყო, ან შეეძლო მაინც მოკლე მანძილზე სიარული. მაგრამ ახლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ წევს, ვერ დგება, რომ გაიაროს ძალიან ნელა ძალიან მოკლე მანძილი, სჭირდება ხელსაწყო. სანერვიულო არის მართლა, ახლა რაც ხდება. გამიხარდება, ექსპერტი მაინც რომ შეუშვან და ტახტზე მაინც დავინახო კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.