თეგებით ძიება
08. 10. 2022 მსოფლიო

ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთში სამთავრობო კომისია შეიქმნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს დაავალა, შექმნას სამთავრობო კომისია ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა მოხსენებები მოისმინა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისგან, ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინისგან, საგანგებო სიტუაციების მინისტრ ალექსანდრ კურენკოვისა და ტრანსპორტის მინისტრ გენადი საველიევისგან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებისგან.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა