თეგებით ძიება

უკრაინის შემდეგ პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე - ესტონეთის პრემიერი

უკრაინის შემდეგ ვლადიმირ პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე. ის ამაზე ღიად საუბრობს. მისი შეჩერების ერთადერთი გზაა, უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში დავეხმაროთ, - ამის შესახებ The Telegraph-თან ინტერვიუში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

„პუტინი ომის დამნაშავეა და მან პასუხი უნდა აგოს იმ აგრესიულ დანაშაულებზე, რომელიც ჩაიდინა. ტერორისტებთან მოლაპარაკებები მიუღებელია, ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში ამაში გაცილებით უფრო დიდ ფასს იხდი. უკრაინის შემდეგ ვლადიმირ პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე. ის ამაზე ღიად საუბრობს. ამის შეჩერების ერთადერთი გზაა, უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში დავეხმაროთ. მე საბჭოთა ოკუპაციის პირობებში დავიბადე. მახსოვს საბჭოთა დრო. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც თავისუფლების გარეშე ცხოვრობდა. შესაბამისად, კარგად მესმის თავისუფლების მნიშვნელობა და ამას მოცემულობად არ აღვიქვამ“, - ამბობს კაია კალასი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა