რუსები ცდილობენ ჩვენს განადგურებას და აღგვას პირისაგან მიწისა - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინელ ხალხს ანადგურებს.
„ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ ცხრება. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, - აცხადებს ზელენსკი.
კიევში მორიგი აფეთქებების ხმა ისმის დღეს დილიდან. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.