"რუსეთი სჩადის ტერორისტულ აქტებს" - გიორგი გახარია
ექსპრემიერი, გიორგი გახარია რუსეთის მორიგ დაშაულებრივ ქმედებებს "ტვიტერზე" ეხმაურება, რომელიც მან უკრაინაში განახორციელა:
„მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ სარაკეტო თავდასხმას კიევზე და უკრაინის სხვადასხვა მშვიდობიან ქალაქებზე. ომსაც აქვს სისასტიკის საზღვრები! რუსეთი სჩადის ტერორისტულ აქტებს კლავს რა უდანაშაულო ადამიანებს! უკრაინა იმსახურებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ახლა!", - წერს გახარია.
ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შეიჭრა, ომი ამ დრომდე გრძელდება და მას არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.