"ვეთანხმები მორგოშიას!" - რას წერს ნიკო მიქაია?
სამხედრო საკითხებში ანალიტიკოსი, ნიკო მიქაია "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას პოსტს ეხმაურება სოციალურ ქსელში.
"ისე თქვენი არ ვიცი და მე ვეთანხმები მორგოშიას!
მეორე ფრონტი ნამდვილად არ იქნება!
პირველ ფრონტზე დედა ეტირა რუსეთს და მეორე ფრონტი რანაირად იქნება?", - წერს ნიკო მიქაია.
ცნობისთვის, კოკა მორგოშიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "მინდა გახაროთ და დაგარწმუნოთ,რომ მეორე ფრონტი არ იქნება".
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომი თებერვლიდან მიმდინარეობს. 24 თებერვალს პუტინის ბრძანებით რუსული ჯარი შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.